დაბა კაზრეთის ბაგა-ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

0

კარეტის ბაგი გაურენმტირეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, დაბა კაზრეთის საბავშვო ბაგა-ბაღს სრული რემონტი ჩაუტარდება.

დაბაში ერთი საბავშვო ბაღია. 12 ჯგუფიან ბაღში მოქმედი 9 ჯგუფია, სადაც 287 აღსაზრდელი დადის. აქედან ოთხი  გარემონტებული და კეთილმოწყობილია, ხოლო ხუთი ჯგუფი ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, ვინაიდან ოთახში იატაკი არ არის, ბავშვებს ბეტონის საფარზე უწევთ მთელი დღის განმავლობაში ყოფნა. საწვიმარი ხშირად იჭედება, საიდანაც სისველე ოთახებს ანესტიანებს. გარემონტებული ჯგუფები მეტალოპლასტმასის ფანჯრებითაა აღჭურვილი, ხოლო დანარჩენ ოთახებში ხის მოძველებული ფანჯრები და ძველი ინვენტარია. ოთახებს ერთი ღუმელი ვერ ათბობს, რადგან  ფანჯრები  ვერ აკავებს სიცივეს.

„ჯგუფებში სარემონტო სამუშაოებია განსახორციელებული. ეზოში არ გვაქვს არანაირი ატრაქციონი, რომელიც აუცილებელია ბავშვების გონების განვითარებისთვის, არც მოედანია, მოხრეშილი ეზო მოასფალტებას საჭიროებს, გვპირდებიან  წელს მოხდება ბაღის სრული რეაბილიტაციაო. დაემატება ჯგუფები და ბავშვები ასაკის მიხედვით გადანაწილდებიან“. – აღნიშნა დაბა კაზრეთის საბავშვო ბაგა-ბაღის მეთოდისტმა ნათია მოსეშვილმა.

ირინა გოგებაშვილი, აღმზრდელი:

_ ხუთ ჯგუფში იატაკი არ არის, ბავშვები ცივდებიან, ინვენტარი ძველია, ნესტიანია ოთახები, კედლებიდან საღებავი ჩამოდის, ფანჯრებიდან სიცივე შემოდის, ქარიან ამინდში ღუმელის ანთება გვიჭირს. საწოლები ძველი, მაგრამ საკმარისი რაოდენობის გვაქვს, ბავშვებს ძილი ერთად ნამდვილად არ უწევთ. სათამაშოებიც არ გვაქვს საკმარისი.

როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, პროექტი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით შეისყიდეს, ხელშეკრულება უკვე გაფორმდა მუნიციპალიტეტთან. ინდმეწარმე აზომვის სამუშაოებს ამ კვირიდან დაიწყებს, რის შემდეგაც მომზადდება პროექტი, თუ რა თანხის და რა სამუშაოების განხორციელებას საჭიროებს დაბა კაზრეთის ბაღი. ასევე პროექტი მომზადდება სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღში ცენტრალურ გათბობასთან დაკავშირებით. „სამუშაოები იმისდა მიხედვით ჩატარდება, როგორც პროექტში იქნება გაწერილი, გამოცხადდება ტენდერი შესასრულებელ სამუშაოებზე, რის შემდეგაც დაიწყება დაბა კაზრეთის ბაღის რეაბილიტაცია, რემონტი იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ დაბა დიდია, ბავშვთა ნაკადიც ბევრია, ამიტომ სხვა ბაღების ნაწილ-ნაწილ რემონტს ჯობია მოხდეს ერთი ბაღის სრული რეაბილიტაცია ცენტრალური გათბობით, გადავწყვიტეთ ასევე სოფელ ბალიჭში გავაკეთოთ გათბობა, იქ სამი ჯგუფია“.- აღნიშნა ინფრასტრუქტურის სამსახურის  უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.

ბაღებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი 484 ათასი ლარი მოხმარდება, თუმცა თუ თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, ბაღებში დაგეგმილი სამუშაოების განსახორციელებლად, შესაძლოა თანხის დამატება ბოლნისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდეს.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.