გაფიცულ მუშებსა და კომპანია RMG-ის შორის შეთანხმება ვერ მოხდა

0

შეხვედრა, რომელიც 20 თებერვალს კომპანია RMG-ის ხელმძღვანელობასა და გაფიცული მუშების საინიციატივო ჯგუფს შორის შედგა, უშედეგოდ დასრულდა.

„დაგვახვედრეს სადაზღვევო პაკეტი, რომელიც მართლაც გაუმჯობესებულია. გვითხრეს, რომ სამუშაო პირობებიც აუცილებლად გამოსწორდება. ხელფასების მატებას სექტემბრის თვისთვის დაგვპირდნენ, ხოლო გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებაზე განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში თუ დაიწყება საყდრისის გახსნა, გაშვებულ თანამშრომლებს გახსნიდან ორ თვეში აღადგენენ სამსახურში, რაც ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. ჩვენ ვითხოვთ გათავისუფლებული თნამშრომლების საწარმოში დაბრუნებას ჩვენთან ერთად, თუ არა და აქციები გაგრძელდება. დღეს ველოდებით მოლაპარაკების მეორე რაუნდს და ვნახოთ რა იქნება” -განუცხადა bolnisi.ge-ს RMG კოპერის, კარიერის პროფკავშირების თავმჯდომარე ცირა მენთეშაშვილმა.

bolnisi.ge ელოდება კომპანიის წარმომადგენლების კომენტარს, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 


Share.

Comments are closed.