გამგებლის მოადგილეები ბერთაკარში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცვნენ

0

ბერთაკარში შექმნილი მდგომარეობის ადგილზე გასაცნობად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები: დავით ასპანიძე და ლონგინოზ გასანოვი მას შემდეგ გაემგზავრნენ, რაც აკაურთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გამგეობასა და ადგილობრივი პრესის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა სოფელში შექმნილ გადაადგილების პრობლემასთან დაკავშირებით.

როგორც ადგილობრივებთან საუბრისას გაირკვა, მიმდინარე კვირის დასაწყისში ძლიერი ყინვის გამო, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან დამაკავშირებელი სოფლის გზა გაიყინა, თუმცა ამ დროისთვის გადაადგილების პრობლემა აღარ არსებობს.

,,ჩვენ უშუალოდ დავინტერესდით სოფელ ბერთაკარის მაცხოვრებლების პრობლემით და ადგილზე ამოვედით სიტუაციის სანახავად. როგორც ხედავთ, სოფელს გადაადგილების პრობლება ამ წუთას არ აქვს. როგორც ჩანს გადაადგილება მათ ძლიერი ყინვის გამო ორი დღის განმავლობაში აწუხებდათ. საუბრისას გაირკვა, რომ სხვა საკითხებიც აწუხებთ, რომელზე საუბარსაც რაიონის ხელმძღვანელ პირებთან პირადად აპირებენ“,- განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ლონგინოზ გასანოვმა.

ბერთაკარელები  უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელთან, ალექსანდრა ობოლაძესთან შეხვედრას და სოფელში არსებულ პრობლემებზე საუბარს აპირებენ.

ინფორმაციის წყარო:  ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური Facebook-ის გვერდი

 

Share.

Comments are closed.