გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) წარმომადგენლობასა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა შორის შეხვედრა გაიმართა

0

შეხვედრის მიზანი იყო მუნიციპალიტეტის გამგებელსა და სტუმრებს შორის მოსაზრების გაზიარება ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტის ადგილზე გაცნობა. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) დაფინანსებით, 2012 წლის დეკემბრიდან ახორციელებს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერის პროექტს. პროექტის სამთავრობო პარტნიორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამხარეო ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების სწავლების სისტემის დანერგვა.

2013 წელს პროექტის მხარდაჭერით მომზადდა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგია. გარდა ამისა პროექტის ფარგლებში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიარეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმmართველობის მოხელეებმა ისეთ სფეროებში, როგორიცაა:  კონსტიტუციური და მუნიციპალური სამართლის საფუძვლები;  ადამიანური რესურსების მართვა;  მუნიციპალური შესყიდვები;  სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების მართვა;  პრიორიტეტების დოკუმენტების მომზადება; მოხელეთა შესარჩევი კონკურსების ორგანიზება;  საპროექტო წინადადების მომზადება და პროექტის მართა.

2014 წლის მარტში პროექტის მხარdaჭერითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს კოoრდინაციით დაიწყება მუშაობა ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის მომზადებაზე. სამოქმედო გეგმის შესაბამისად სამხარეო ადმინისტრაციების მიერ წარდგენილი საპროექტო წინადადებების საფუძველზე წლის მეორე ნახევრიდან გაიცემა მცირე გრანტები პრიორიტეტული  პროექტების განსახორციელებლად. გარდა ამისა პროექტი ქვემო ქართლის თვითმმართველი ერთეულებს დაეხმარება მუნიციპალური განვითარების სტრატეგიების, შესაბამისი სამოქმედო გეგმების და პროგრამული ბიუჯეტების მომზადებაში. სამოქმედო გეგმების საფუძველზე, თვითმმართველ ერთეულებზე გაიცემა მცირე გრანტები. პრიორიტეტული მუნიციპალური პროექტების დასაფინანსებლად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პროექტის ფარგლებში, მოხდება სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის სისტემური და საფუძვლიანი ამაღლება.

რუდოლფ შოხი, შვეიცარიის ოფისის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში:

_ ჩვენ ოთხ მუნიციპალიტეტში ვახორციელებთ აქტივობებს, ერთ-ერთი ბოლნისია, რომლის წარმომადგენლებთანაც გვინდოდა შეხვედრა, რომ გაგვეცნო ის პრობლემები, რომელიც მათ ხვდებათ, განსაკუთრებით ახალი თვითმმართველობის კოდექსის ფონზე. კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით.  ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც მუნიციპალიტეტს აწუხებს. თუმცა ხაზგასმით იყო აღნიშნული  ახალი კოდექსიდან გამომდინარე, აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზები, რომელიც მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ჩართვით უნდა მოხდეს, მათ ამისთვის სჭირდებათ ტრენინგები, ჩვენ გავუწევთ ამ კუთხით დახმარებას, ასევე დავეხმარებით სხვადასხვა რიგი პრობლემების მოგვარებაში.

ალექსანდრა ობოლაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი:

_ ახალი კანონი გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანეობისთვის. მივესალმები როგორც არჩევითობის პრინციპს, ისე სხვა რეგულაციებს, რაც ამ კანონმდელობაში გვაქვს მოცემული და ვთვლი, რომ ეს იქნება უფრო მოქნილი მექანიზმი მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად.


Share.

Comments are closed.