ბოლნისში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი დაიწყო

0

DSC_0235მურმან ჯაფარიძის სახელობის ძიუდოს დარბაზი დამსახურებული სპორტსმენის, ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკთა შორის ბოლნისში მეცხრე წელია ტარდება. ტურნირი საზეიმოდ გახსნა ანსაბლმა ,,სიონმა“, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა და დარბაზში ძიუდოისტთა შეჯიბრი დაიწყო.

ტურნირი ორდღიანია და მასში მონაწილეობას იღებს საქრთველოს სხვადასხვა რეგიონის  25 და აზერბაიჯანის 4 გუნდი.

ტურნირი ადგილობრივი ხელმძღვანელობისა და სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექტორის მხარდაჭერით ტარდება. დარბაზში გულშემატკივრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.


Share.

Comments are closed.