ბოლნისში მცირემიწიან ფერმერებს ტექნიკით ორი კომპანია მოემსახურება

0

1 მარტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული შპს „დევე+“ და შპს „მექანიზატორი“ მოემსახურებიან იმ მცირემიწიან ფერმერებს, რომელთა საკუთრებაშიც არის 0,25 ჰა-დან 1,25 ჰა ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და რომელთაც იყენებენ ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების მოსაყვანად.

„შპს „დევე+“-ში გვერიცხება 8 ერთეული ტრაქტორი, ოთხი საკუთრებაში და ოთხი ხელშეკრულებით, ჩვენ მოვემსახურებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის  სოფლებს და თავად ქალაქს საკრებულოების მიხედვით, მეორე ნაწილს კი მოემსახურება შპს „მექანიზატორი“, რომლის საკუთრებაშიც სავარაუდოდ 40-45 ერთეული ტრაქტორია, მექანიზატორი ასევე მოემსახურება დმანისის მუნიციპალიტეტსაც. ამ წუთებში მიმდინარეობს სამზადისი სამუშაოების დასაწყებად, 1 მარტამდე ყველაფერს მოვაგვარებთ, რათა დროულად მოვემსახუროთ მოსახლეობას. მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოსგან გამოყოფილი ხვნის ბარათები დიდ შეღავათს მისცემს გაჭირვებულ მოსახლეობას“. – განაცხადა bolnisi.ge -თან საუბარში  შპს „დევე+“-ის დირექტორმა დავით ხმელიძემ.


Share.

Comments are closed.