ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების სეზონური მატება ბოლნისშიც აღინიშნება

0

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრი“-ს ინფორმაციით, ბოლნისში ვირუსების მატება ზამთრის პერიოდისთვის დამახასიათებელი ტემპით მიმდინარეობს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზემო სასუნთქი გზების ინფექციებით ბოლნისის სამედიცინო დაწესებულებებს 210 პაციენტმა მიმართა. ამ ხნის განმავლობაში არ დაფიქსირებულა მწვავე შემთხვევები, რაც სტაციონარში მოთავსებას საჭიროებს, ყველა პაციენტს გაეწია მხოლოდ ამბულატორიული მომსახურება.

„აღნიშნული ინფორმაცია რა თქმა უნდა არ ასახავს სრულ სურათს, ვინაიდან მოგეხსენებათ, ზემო სასუნთქი გზების ინფექციების დროს მოქალაქეები ძირითადად სახლის პირობებში მკურნალობენ და ნაკლებად მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს. ჩვენთან კი ინფორმაცია შემოდის  მხოლოდ იმ პაციენტებზე, რომლებმაც მიმართეს ბოლნისის საავადმყოფოს ან რაიონის ოჯახის ექიმებს და გაიარეს სპეციალისტის კონსულტაცია,“ – აღნიშნა Bolnisi.ge-სთან საუბარში  „ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის“  ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა.


Share.

Comments are closed.