ბოლნისის ცენტრალურ სტადიონს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება

0

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

დღეის მდგომარეობით სტადიონი ვერ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, რის გამოც საფეხბურთო კლუბ „სიონს“ მთელი სეზონი დაქირავებულ მოედანზე უწევს წვრთნა და თამაში.

სტადიონზე დაგეგმილია ტრიბუნების გადატანა, მინდვრის გაფართოება დამცავი ზოლით. აღნიშნული სარეკონსტრუქციო სამუშაოები უეფას მოთხოვნებს დააკმაყოფილებს ეროვნული ჩემპიონატებისთვის.

შეგახსენებთ, პროექტის დასაფინანსებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას მიმართა. საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ, კომისიამ აღნიშნული მოთხოვნა იანვრის თვეში დააკმაყოფილა, რის შედეგადაც ბოლნისის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციისთვის ფონდიდან მილიონ სამოცდაშვიდი ათასი ლარი გამოიყო.

შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.

თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის ცენტრალურ სტადიონს ბოლოს მცირე სარემონტო სამუშაოები 2006 წელს ჩაუტარდა.

Share.

Comments are closed.