ბოლნისის „ყოჩებმა” თბილისის „ჯიქებთან” შეხვედრა 27:35 დაასრულეს

0

ავჭალის რაგბის სტადიონზე ბოლნისის „ყოჩების“ ესპუართა გუნდი თბილისის „ჯიქებს“ დაუპირისპირდა.

„ეს იყო ესპუართა გამოტოვებული თამაში. ძირითადმა გუნდმა 10:7 მოიგო, სამწუხაროდ დღეს 27:35 წავაგეთ, მაგრამ ამ შედეგს მნიშვნელობა არა აქვს. ასეთ შეხვედრებზე ხდება გეგმიური მომზადება, იქიდან გამომდინარე, რომ ესპუართა გუნდში არიან წლოვანებით პატარები, ვამზადებთ მათ ძირითადი გუნდისთვის. რაც გვჭირდებოდა, ვისი გამოცდაც გვინდოდა ის ხალხი გამოვცადეთ” – განაცხადა bolnisi.ge-სთან საუბარში, რაგბის კლუბის ბოლნისის „ყოჩების“ დირექტორმა თეიმურაზ გაფრინდაშვილმა.

„ბევრი ახალგაზრდა შემოვიყვანეთ სათამაშოდ, გამოვცადეთ, სამწუხაროდ წავაგეთ, მაგრამ უკმაყოფილო არა ვარ, მთლიანობაში მომეწონა. 28- ში უმაღლესი ლიგის თამაში გვაქვს და იქ გამოვიყვან  იმათ, ვინც დღეს კარგად ითამაშეს.” – აღნიშნა ბოლნისის „ყოჩების“ მწვრთნელმა ზურაბ რეხვიაშვილმა.

28 თებერვალს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ბოლნისის „ყოჩები” თბილისის „არმაზს” უმასპინძლებს.

„ყოჩები” უმაღლეს ლიგაში მეხუთე ადგილზე არიან.


Share.

Comments are closed.