„ბოლნისის ყოჩები“ თბილისის „ჯიქებს“ დაუპირისპირდება

0

 

23 თებერვალს ავჭალის რაგბის სტადიონზე „ბოლნისის ყოჩების“ ესპუართა ნაკრები თბილისის „ჯიქებს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 3 საათზე გაიმართება.

ყოჩები ამ დროისათვის უმაღლეს ლიგაში მეხუთე ადგილზე არიან.

„ჩვენი მიზანია ბოლნისში აღორძინდეს რაგბი და გავზარდოთ ძლიერი თაობა, რომელიც საკუთარ ქვეყანას ასახელებს. ამიტომ შესულები ვართ ბოლნისის სამ, კაზრეთის ორ და აზერბაიჯანულ სკოლებში, სადაც მსურველთა საკმაოდ დიდი რაოდენობაა. დღეისათვის „ბოლნისის ყოჩების“ ესპუარებში და ძირითადში 18 ბოლნისელი თამაშობს. მომავლისთვის კი ვეცდებით უფრო მეტი დავაინტერესოთ. მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით მალე საკუთარი სტადიონი გვექნება, რაც ძალიან წაგვადგება“.- აცხადებს რაგბის კლუბის „ბოლნისის ყოჩების“ დირექტორი თეიმურაზ გაფრინდაშვილი.

28 თებერვალს „ბოლნისის ყოჩები“ თბილისის „არმაზთან“ შეხვედრას ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გამართავენ.


Share.

Comments are closed.