ბოლნისის „ყოჩები” თბილისის „არმაზს” უმასპინძლებს

0

28 თებერვალს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ბოლნისის „ყოჩები” თბილისის „არმაზს” უმასპინძლებს. ამ შეხვედრის შედეგმა უნდა გადაწყვიტოს “ყოჩების” პლეი-ოფში მოხვედრის საკითხი. თამაშისთვის ტრავმის გამო ვერ ემზადებიან პირველ ხაზელი გიორგი ცუცქირიძე, გიორგი ხვისტანი, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია, მესამე ხაზელები გიორგი მაისურაძე და ნიკო აფციაური. ამ უკანასკნელმა ოპერაცია გაიკეთა და გუნდს ფაქტობრივად სეზონის ბოლომდე დააკლდება.

თამაში 15:00 საათზე დაიწყება.

ამჟამად „ყოჩები” უმაღლეს ლიგაში მეხუთე ადგილზე არიან.

 

 

Share.

Comments are closed.