ბოლნისის „სიონმა” ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი სტუმრად 2:1 დაამარცხა

0

საქართველოს ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩი ბოლნისის „სიონსა” და თბილისის „დინამოს” შორის დღეს დინამო არენაზე გაიმართა. პირველი გოლი დინამოელებმა გაიტანეს, გოლის ავტორი 72-ე წუთზე ჩისკო გახდა, 75-ე წუთზე გიორგი კახელიშვილმა გაათანბრა ანგარიში. ტაიმის მიწურულს, 85-ე წუთზე ჯაბა უგულავამ “სიონი” დააწინაურა. საბოლოოდ თამაში ბოლნისელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. 


Share.

Comments are closed.