ბოლნისის „სიონმა“ ბელარუსის „ბატე“-სთან შეხვედრა 1:2 დაასრულა

0

7 თებერვალს ბოლნისის “სიონ”-მა ბელარუსის „ბატე“-სთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 ზე დაიწყო. მეორე ტაიმის მიწურულამდე სიონი 0:2 -ს აგებდა.  მეორე ნახევარში ბოლნისელებმა გოლი გაიტანეს და ანგარიში სხვაობა შეამცირეს. საბოლოოდ შეხვედრა შემდეგი ანგარიშით დასრულდა: „ბატე“- „სიონი“  2:1

ბოლნისურმა კლუბმა პირველი მატჩი პავლოდარის “ირტიშთან” ჩაატარა და 1:4 დამარცხდა. “ირტიშმა” გასული წლის ნოემბერში ყაზახეთის ჩემპიონატი IV ადგილზე დაასრულა.
“ირტიშის” შემადგენლობაში რამდენიმე გამოცდილი ლეგიონერი ასპარეზობს. მათ შორის ყველაზე ცნობადი სახეები სერბი პრედრაგ გოვედარიცა და ბელორუსის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, 40 წლის ალეკსანდრ კულჩიი გახლავთ.
“ირტიშთან” მატჩში “სიონის” ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო:
მერლანი – უგრეხელიძე, ქემოკლიძე, თოთაძე, იმედაშვილი – ცხადაია, განუგრავა – ბიბილეიშვილი, მიკუჩაძე, უგულავა – ახალაია. მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: აბრამიძე, სვანიძე, ფოფხაძე, კანდელაკი, სამხარაძე, აფციაური, კახელიშვილი, გოგობერიშვილი, ლობჯანიძე, ადამია, მამასახლისი.
ბოლნისელთაგან ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი განუგრავამ გაიტანა.

ლადო ბურდულის გუნდი ბელეკში მორიგ ტესტ-მატჩს 10 თებერვალს ჩაატარებს.

Share.

Comments are closed.