ბოლნისის „სიონი” თურქეთში გაემგზავრა

0

ბოლნისის „სიონი” პირველ თებერვალს, 12 დღით თურქეთში გაემგზავრა, სადაც 3-4 ტესტ-მატჩს ჩაატარებს.  ამჟამად ცნობილია ბოლნისური გუნდის  ორი მეტოქის ვინაობა. ბოლნისის „სიონი” პირველ სატესტო მატჩებს  უნგრულ საფეხბურთო კლუბ MTK-სთან და უკრაინულ Vorskla-სთან გამართავს .

სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება ბოლნისურმა კლუბმა „35-ე საფეხბურთო კლუბის” მოედანზე გაიარა.

იანვარში ცნობილი გახდა, რომ „სიონი” სეზონს ახალი დანამატით შეხვდება, გუნდმა ორი გამოცდილი ფეხბურთელი გიორგი ადამია და ირაკლი კანდელაკი დაიმატა. ორივე 32 წლისაა და მათი ბოლო კლუბი „ზესტაფონი” და ბაქოს „ინტერი” იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ კლუბი ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა: 21 წლის მცველმა ირაკლი ხუჭუამ, 23 წლის ნახევარმცველმა გიგი იოსელიანმა, არჩილ ტვილდიანმა და ლაშა პარუნაშვილმა. არჩილი და ლაშა „სიონ”-ში „დინამო”-დან გადავიდნენ იჯარით და ვადის ამოწურვის შემდეგ წავიდნენ გუნდიდან.


Share.

Comments are closed.