22 თებერვალს 14:00 საათზე თბილისის ლოკომოტივის სტადიონზე ბოლნისის „სიონი“ საჩხერის „ჩიხურას“ შეხვდება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაითვალისწინა გულშემატკივრების ინტერესი და გამოყო უფასო ტრანსპორტი, რომელიც გამგეობის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 საათზე გავა თბილისის მიმართულებით.