ბოლნისის საქალაქო ბიბლიოთეკაში ღონისძიება მოეწყო

0

ბიბლიოთეკაღონისძიება სახელწოდებით „ქალი და გაზაფხული“ გაზაფხულის დადგომასა და ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ბიბლიოთეკის აქტიურმა მკითხველებმა დამსწრე საზოგადოებისთვის არაერთი ლექსი წაიკითხეს. გარდა ამისა შეასრულეს ულამაზესი სიმღერები. ღონისძიების დასასრულს კი ბავშვებმა მიწვეულ მანდილოსნებს ქალთა საერთაშორისო დღე ყვავილებით მიულოცეს.

„ჩვენ შევეცადეთ ამ ლამაზი ღონისძიებით თითოეული სტუმრისთვის და სრულიად ბოლნისელებისთვის მიგველოცა გაზაფხულის დადგომა. ვინაიდან გაზაფხული ახალი სიცოცხლის მაუწყებელი, ქალი კი სამყაროს სასწაული და მშვენებაა. ამიტომ ეს ღონისძიებაც ქალს და გაზაფხულს მივუძღვენით“. – აღნიშნა ბიბლიოთეკარმა ნინო დალაქიშვილმა.


Share.

Comments are closed.