ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები ბერთაკარში გაემგზავრნენ

0

ბერთაკარში შექმნილი მდგომარეობის ადგილზე გასაცნობად ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები დავით ასპანიძე და ლონგინოზ გასანოვი, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაემგზავრნენ. როგორც დღეს გახდა ცნობილი სოფელ ბერთაკაში უამინდობამ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები შეუქმნა.

სოფელში სადაც 38 ოჯახი ცხოვრობს სასურსათო მაღაზია არ არის.

„ზამთარში გზა ყოველთვის იკეტება, გარეთ გამოსულ ადამიანს ვერ ნახავთ, პროდუქტის საყიდლად  კვირაში ერთხელ, კერძო ტრანსპორტით ბოლნისში ჩავდივართ, თუმცა ახლა გზა ჩაიკეტა. ველოდებით, რომ გზებზე ყინული დადნეს და შევძლოთ გადაადგილება“. – აღნიშნა სოფელ ბერთაკარის მცხოვრებმა ალავერდ ნიაზოვმა.

 

სოფელ ბერთაკარში მოსახლეობას თოვლმა გადაადგილების პრობლემა შეუქმნა

Share.

Leave A Reply