ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეშის ბილეთით 2957 ადამიანმა ისარგებლა

0

 

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლის სატყეო სამსახური ზამთრის სეზონს მომზადებული შეხვდა. ზაფხულის პერიოდში გამოიყო და მოინიშნა 54 ტყეკაფი, რომელიც გადანაწილებული იყო ტერიტორიულ თემებზე, მდებარეობის მიხედვით. მიმდინარე ზამთარს 2957 შეშის ბილეთი გაიცა. ამ დროისთვის მთლიანად რეალიზებულია 13 500 კუბი საშეშე მასალა, რომელიც მოხმარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და საბიუჯეტო ორგანიზაციებს.

როგორც ქვემო ქართლის სატყეო სამსახურში განგვიცხადეს შეიცვალა შეშის ბილეთის აღების წესი. საშეშე მერქანზე ლიმიტი დაწესდა. შვიდი კუბი მეტრი, _ ეს შეშის მაქსიმალური რაოდენობაა. თითოეულ კომლს მთელი წლის მანძილზე 7მ3  საშეშე მერქნის შეძენა შეეძლება. შეიცვალა ხე-ტყის შესაძენად აღებული ბილეთის გამოყენების ვადაც,მომხმარებელმა ბილეთი 30 დღის მანძილზე უნდა გამოიყენოს.

„სამწუხაროდ ეს საქმიანობა ცალკეულმა პიროვნებებმა ბიზნესად აქციეს, შეუზღუდავი რაოდენობით იძენდნენ შეშას და მაღალ ფასად ყიდდნენ მოსახლეობაში, ეს აკრძალულია, სამერქნე შეშა უნდა მოიხმაროს იმან, ვინც შეიძენს თავისი ოჯახისთვის. დაწესებული ლიმიტი ხელს შეუწყობს ტყის გადარჩენას” – აღნიშნა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის უფროსმა ეზეკ ინწკირველმა-ჩხეიძემ.


Share.

Comments are closed.