ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში საგანმანათლებლო ლექცია ჩატარდა

0

მამა ილია 1მთავარ ბიბლიოთეკაში სკოლის მოსწავლეებისთვის რიგით მეორე საგანმანათლებლო ლექცია მოეწყო. მამა ილიამ ამჯერად ილია ჭავჭავაძის პოემის „განდეგილის“ ირგვლივ საღვთისმეტყველო კუთხით, თემის ანალიზი მოახდინა. გარდა ამისა მან ისაუბრა „მეუდაბნოელ“ მამათა ცხოვრებაზე, ასევე განიხილა ილია ჭავჭავაძის როლი ქართულ მწერლობაში. ბოლოს კი თემის ირგვლივ მოეწყო დისკუსია. მთავარი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის თქმით ასეთი ლექციები ხშირად ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს ბიბლიოთეკის პოპულარიზაციას.

„ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზანია ილიას შემოქმედების ერთი დიდი მწვერვალის პოემა „განდეგილის“ განხილვა, რომელიც არის არა მხოლოდ პოეტური ნაწარმოები, არამედ ღრმა საღვთისმეტყველო ქრისტიანული შემეცნებისა და აზრის მქონე. საუკუნეზე მეტია „განდეგილის“ გარშემო მიმდინარეობს დავა, კამათი, ლიტერატურული კრიტიკა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლო პერიოდის  და მით უფრო საბჭოური პერიოდის საზოგადოება, ძალიან იყო დაშორებული ქრისტიანულ შემეცნებასა და ცოდნას, არამც თუ აზროვნებას.  „განდეგილი“, როგორც ქრისტიანული ღვთისმეტყველების შინაარსის მქონე თხზულება, სათანადოდ ვერ იქნა აღქმული. სწორედ ამ  გენიალური თხზულების გარჩევისა და ანალიზისათვის შევიკრიბეთ დღეს აქ, რათა კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ დიდ ილიაზე, მის შემოქმედებასა და მწერლობის შინაარსა თუ დანიშნულებაზე.  მნიშვნელოვანია ასეთი სახის შეკრებები,  რათა ხშირად ვისაუბროთ ხელოვნების, სულიერებისა თუ კულტურის სხვადასხვა სფეროებზე, რადგანაც  ერთობლივად მსჯელობაში, აზრთა გაცვლა-გამოცვლაში იბადება ჭეშმარიტება.“ – აღნიშნა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ილია ჭიღლაძემ.


Share.

Comments are closed.