ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიწის დასამუშავებელი ბარათების დარიგება დაიწყო

0

5 თებერვალს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დარგობრივი განვითარების სამმართველოს სპეციალისტებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ხვნის სამუშაოებისთვის განკუთვნილი 7630 ბარათი ჩამოიტანეს. პროექტი ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით და მისი მიზანია მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხული სამუშაოების ხელშეწყობა. „ბარათების დარიგება მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მოხდება.

  ეს არის ხვნისთვის განკუთვნილი ბარათები, ხოლო აგრობარათებს  ძალიან მალე ბანკი დაარიგებს, სადაც ქულები იქნება დარიცხული, რითაც ფერმერს შეეძლება სათესლე მასალა და სასუქი  შხამ-ქიმიკატები

შეიძინოს“. აღნიშნა დარგობრივი განვითარების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ჯიმშერ კოშაძემ.


Share.

Comments are closed.