ბოლნისელი ახალგაზრდები ემიგრანტების შესახებ გადაღებულ ფილმს იხილავენ

0

ბოლნისის კულტურის სახლში, სტუდია „გუთანი”-ს მიერ გადაღებული ფილმის, “მიწის სჯული”-ს ჩვენება მოეწყობა. ფილმი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ამერიკის შეერთებულ შტატებშია გადაღებული.  “მიწის სჯული”- ქართველი ემიგრანტების სულიერ ცხვოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმის ავტორია ლექსო გელაშვილი, რედაქტორი ზვიად სეხნიაშვილი, ხოლო პროდიუსერი ამერიკაში მცხოვრები ქართველი ქალბატონი დოდო მილორავა.

„50 წელია ვმუშაობ კინემატოგრაფიაში, ასეთი ქართული მუხტით გაკეთებული სურათი მე არ მინახავს!”- ასეთი შეფასება გაუკეთა კინოდოკუმენტალისტმა, პროფესორმა გია ჭუბაბრიამ   “მიწის სჯულს”.

ფილმი ავტორებმა საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკვე აჩვენეს. ჩვენება ბოლნისში  20 თებერვალს 15:00 საათზე მოეწყობა.

კინოჩვენება მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის სახლის ორგანიზებით ეწყობა. მისი მიზანია  საინტერესო და  აქტუალური თემების განხილვებში ახალგაზრდობის ჩართვა. პირველი კინოჩვენება თებერვლის დასაწყისში მოეწყო. კულტურის სახლი ახალგაზრდებს ამიერიდან ყოველ ხუთშაბათს  უმასპინძლებს.

Share.

Comments are closed.