„ბატე”-სთან გატანილი გოლის ავტორი გიორგი ადამიაა

0

7 თებერვალს ბოლნისის “სიონ”-მა ბელარუსის „ბატე“-სთან ამხანაგური  შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 ზე დაიწყო. მეორე ტაიმის მიწურულამდე ლადო ბურდულის გუნდი 0:2 -ს აგებდა.  ბოლნისელებმა 71-ე წუთზე  გოლი გაიტანეს და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს.  თერტმეტმეტრიანი დარტყმა გუნდის მე-7 ნომერმა გიორგი ადამიამ შეასრულა. 32 წლის ადამია ბოლნისის „სიონ“-მა იანვარში დაიმატა, გამოცდილი ფეხბურთელი მანამდე ბაქოს „ინტერში“ თამაშობდა. საბოლოოდ შეხვედრა ანგარიშით: „ბატე“- „სიონი“  2:1 დასრულდა.

ბელორუსულ გუნდთან ბოლნისელები შემდეგი შემადგენლობით წარსდგნენ: მირზა მერლანი, დაჩი ფოფხაძე, რეზი ქემოლკლიძე, ვალერი აბრამიძე, ილია კანდელაკი, ალექსანდრე გოგობერიშვილი, გიორგი განუგრავა, ტორნიკე აფციაური, გიორგი კახელიშვილი, ზვიად ლობჟანიძე, ჯაბა უგულავა.

შეცვლა: ადამია (ლობჟანიძე)   ცხადაია (განუგრავა) სვანიძე (ქემოკლიძე) იმედაშვილი (გოგობერიშვილი) ახალაია (უგულავა) მამასახლისი (კანდელაკი)

წინასწარი ინფორმაციით, ბოლნისური კლუბი შემდეგ ორ ტესტ-მატჩს 10 თებერვალს გამართვს.


Share.

Comments are closed.