ახალგაზრდებმა სიყვარულის დღე აღნიშნეს

0

IMG_039714 თებერვალს, საღამოს, ახალგაზრდა პოეტებმა ალექსანდრე ჩალაძემ, დავით მაისურაძემ, მირიან მეშველიანმა და ანსამბლმა „ზენაარმა“ ღია ცის ქვეშ, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ცოცხალი კონცერტი გამართეს. კოცონის გარშემო შეკრებილი ახალგაზრდები გატაცებით  ყვებოდნენ ლექსებს, მღეროდნენ სიყვარულზე და ერთმანეთს თაიგულებს ჩუქნიდნენ. ლექსებისა და სიმღერების ფონზე ღამის ბოლნისი გულის ფორმის ფრანებმა გაანათეს.

„ასე მგონია უშენოდ მთვარე სიცივეს დაკარგავს“ – ასე შეაფასა სიყვარული ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალექსანდრე ჩალაძემ.


Share.

Comments are closed.