„აქაურობა გასამოთხებული ჯოჯოხეთია ჩემთვის, ხოლო ჩემი ბედკრული სამშობლო კი გაჯოჯოხეთებული სამოთხე”

0

DSC_234820 თებერვალს, ბოლნისის კულტურის სახლში, სტუდია „გუთანის” მიერ გადაღებული ფილმის „მიწის სჯულის” ჩვენება მოეწყო. ფილმი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ამერიკის შეერთებულ შტატებშია გადაღებული და ქართველი ემიგრანტების სულიერ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. თუ როგორ ცხოვრობენ სამშობლოს, ქართულ მიწას, ქართულ სიტყვასა და ყოფელდღიურობას მოკლებული ქართველები. (ვიდეო)

„ვზივარ ზღვის ნაპირზე და თვალცრემლიანი გავცქერი ტალღებს. აქაურობა გასამოთხებული ჯოჯოხეთია ჩემთვის, ხოლო ჩემი ბედკრული სამშობლო კი გაჯოჯოხეთებული სამოთხე”, „იმ შეხვედრას გაუმარჯოს, იმ ზარის დარეკვას კარზე, შვილი რომ გაგიღებს”.

„მერცხალზე უთქვამთ, ციხის ფანჯარაზე ბუდეს არ იკეთებსო, წლებია აქ ვარ და მერცხალი არ მინახავს”.

დარბაზი სავსე იყო მაყურებლით და უმეტესობას ცრემლი არ შეშრობია თვალზე, ტიროდნენ ქართველები, ეს ცრემლი იყო ნუგეშიც, დარდიც.

ზვიად სეხნიაშვილი, სტუდია „გუთანის” მთავარი რედაქტორი:

_ სტუდია 1985 წელს დაარსდა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ძირითადად დოკუმენტურ, ეროვნულ-მართლმადიდებლურ ფილმებს ვიღებთ. 2008 წლიდან დავიწყეთ სკოლებში ფილმების შეტანა. 2000 DSC_2324ქართულ სკოლაში ვართ ნამყოფები მათ შორის ბოლნისშიც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროთა განმავლობაში შედეგს მოიტანს. დღეს ნაჩვენები ფილმი გადავიღეთ ამერიკაში 2011 წელს. სიმართლე გითხრათ, მეც არ მქონდა წარმოდგენა ემიგრანტულ ცხოვრებაზე. კამერასთან მარტო ვტოვებდით და ვეუბნებოდით, რომ მოდი, ესაუბრე შენი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში გყავთ. რომ შევდიოდით გვხვდებოდა საშინელი სიტუაცია, თვალცრემლიანი, აქვითინებული ადამიანები, რომლებიც მძიმედ გადმოსცემდნენ თავიანთ ყოფას. რაც ყველაზე საშინელებაა, გასულია საჯიშე თაობა, ის ხალხი, ვინც ერი უნდა გაამრავლოს.

მილიონნახევარი ქართველი რომ გასულია, ესაა ჩვენისთანა მცირე ერისათვის ტრაგედია. ამიტომ ცხოვრება მარტო დოლარი და ევრო არაა. უნდა დაბრუნდნენ ქართველები, თავიდან შეიყვარონ თავისი სამშობლო, აქ ერთად დავდგეთ, შევიკრათ ერთ მუშტად და გადავარჩინოთ ერთმანეთი. სწორედ ესაა ჩვენი ფილმის მთავარი რეზიუმე და მიზანი. მე მწამს, თუ თითოეული ჩვენგანი გვერდში დავუდგებით ემიგრანტებს, აუცილებლად დაბრუნდებიან ისინი.

ბესო კურტანიძე, ბოლნისის მუნციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:

_ ძალიან კარგი ფილმი იყო და სიამოვნებით ვნახავდი მეორედაც. ამ ფილმის ყურებისას ადამიანი ფიქრობს, რა შეიძლება გააკეთოს იმისათვის, რომ ქართველები დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას. საჭიროა სწორად დაგეგმო, სწორად გააკეთო, სწორი გზით წაიყვანო ქვეყნის კურსი, რომ ამან შედეგი გამოიღოს. დიმიტრი უზნაძის სიტყვები გამახსენდა,  „გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ გლახაკნი ვართ, არამედ ღატაკნი იმიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო”. გლახაკები ვიქნებით მანამ, სანამ საქართველოში არ შეიქმნება იმდენი სამუშაო ადგილი, რომ ქართველები დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს. ძალიან კარგია, რომ ტრადიცია დამკვიდრდა დაDSC_2361 ყოველ ხუთშაბათს გაიმართება ფილმის ჩვენება.

მამა ილია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი:

_ ასეთი ფილმები ხშირად უნდა იქნას ნაჩვენები, ეს აუცილებელია, რადგან უნდა მოხდეს ქართველების სულიერი გაერთიანება. ეკლესია ყველანაირად ცდილობს, რომ გააერთიანოს ერი. რადგან ძალიან დიდი პრობლემების წინაშე ვართ, დღეს სულიერი დიდგორი გვიდგას და ეს  დიდგორი თუ წავაგეთ, დასრულდება ყველაფერი, ამიტომ უფლის წყალობით უნდა გავიმარჯვოთ.

სოფიო ოქრუაშვილი, სტუდენტი:

_ ძალიან განვიცადე, 14 წელია მამა ინგლისში მყავს და არ გვინახავს მე და ჩემს დებს. 7 წლის ვიყავი მამა რომ წავიდა და მართლაც კარის ყოველ გაღებაზე გავრბოდი, დედა მამა მოვიდათქო. ეს დიდი ტრავმაა ჩემი და ჩემი დედმამიშვილებისთვის. ნამდვილად არ ღირს ის ფული, რასაც მამა გვიგზავნის იმად, რომ ასეთი ტანჯვა გადაგვეტანა.

ფილმის დასრულების შემდეგ კულტურის სახლის წარმომადგენლებმა ემიგრანტი ბოლნისელის ხათუნა ქარაიას მონატრების წერილი წაიკითხეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:DSC_2327

„მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და ბოლნისელებო!

უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა ფილმის გადამღებ ჯგუფს იმისთვის, რომ სწორედ ჩვენი, ემიგრანტების ცხოვრებით დაინტერესდნენ და ასე ბუნებრივად მიიტანეს ხალხამდე ჩვენი გულისტკივილი!

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, სამშობლოში ცხოვრება უდიდესი პრივილეგიაა და ალბათ ამიტომაც მოითხოვს უდიდეს მოთმინებას და გამძლეობას!

მე დღენიადაგ ვსაყვედურობ თავს, რომ ვერ დავითმინე და ვერ გავუძელი პრობლემებს. არა იმიტომ, რომ ჩემი წვალება მენანება, არამედ იმიტომ, რომ არ ვიცოდი ასე ძნელი თუ იქნებოდა უკან დაბრუნება!

მე აქ, იტალიაში მხოლოდ ვარსებობ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეუღლეც აქ მყავს.

ცხოვრება მხოლოდ საქართველოში შემიძლია.

აქ რამდენი წელიც არ უნდა მომიწიოს ყოფნა, ეს ცხოვრება არ იქნება, არამედ ეს იქნება უბრალოდ სამუშაოდ ყოფნა.

ვემუდარები ყველა ქალს, ყველაფერი იღონონ იმისთვის, რომ ამ ყოფაში არ აღმოჩნდნენ, რასაც უცხოეთში სამუშაოდ წასვლა ჰქვია. ჩათვალონ, რომ აქ სამუშაო აღარ იშოვება და ასეცაა, ძალიან ჭირს, რადგან მთელი აღმოსავლეთ ევროპა და აფრიკა აქაა.

ჩვენი ქვეყნისთვის თითქოს უცხოელები ვართ. რომ ჩამოვდივარ თავი სტუმარი მგონია, რადგან ყოველდღიური რითმიდან გარეთ ვგრძნობ თავს.

გეფერებით ყველას სათითაოდ და გისურვებთ, რომ მალე ჩვენს ქვეყანაში უკეთესობა ყოფილიყოს!”

Share.

Comments are closed.