არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლნისის გარემოსდაცვით სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ

0

bghkjk13 თებერვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრ“-მა და „ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრ“-მა შეხვედრა მოაწყვეს. გაიმართა პროექტის „მოქალაქეთა გარემოსდაცვითი ინტერესების მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის  R-CSN მიერ“ პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროგრამის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (EWMI G-PAC) მხარდაჭერით. პრეზენტაციას დაესწრნენ ბოლნისის თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები.

გვესაუბრება იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ წარმომადგენელი თამარ მოსეშვილი:

„პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქუთაისში, ბოლნისში და ტყიბულში ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული პრინციპების დანერგვასა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის (ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების) უზრუნველყოფას. პროექტის განხორციელების შედეგად დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ბოლნისისთვის შეიქმნება ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა, მოხდება ტყიბულში გასულ წელს შემუშავებული გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი და ახალი გარემოებებიდან გამომდინარე განახლდება ქუთაისის არსებული  ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა“.

შეხვედრაზე მნიშნელოვანი ყურადღება გამახვილდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია რომ იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრს“ გააჩნია ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმების შემუშავების საკმაოდ დიდი გამოცდილება. კერძოდ, „სპექტრი“ უშუალოდ მონაწილეობდა ქალაქების _ ქუთაისი (2004-2005წწ), ფოთი (2008-2009წწ), თელავი (2011წ), ტყიბული (2013), ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში. ამჟამად „სპექტრის“ ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს ბოლნისის ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის შემუშავება.


Share.

Comments are closed.