არასამთავრობო ორგანიზაცია „ორქისმა“ ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართა

0

DSC_00405 თებერვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოაწყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ორქისმა“, რომელიც ახორციელებს პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო _ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“.

„პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ დიდიხანია მიმდინარეობს, მისი პირველი ეტაპი საკმაოდ წარმატებით განხორციელდა, ამიტომ გაგრძელდა მეორე ეტაპად. მოვიარეთ კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი კი ბოლნისიდან დავიწყეთ და თქვენს მუნიციპალიტეტს ვესტუმრეთ. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო თუ როგორ უნდა ჩაერთოს მოსახლეობა მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში და მივაწოდეთ ინფორმაცია, რომლის სიმცირესაც განიცდის. გარდა ამისა ჩვენს ორგანიზაციას ვადლებულება აქვს, რომ აიღოს სინჯები იმ არასპონტანური ნაგავსაყრელებიდან, რომლებიც არაკონტროლირებადია. ვიღებთ წყლის, ჰაერის სინჯებს იმისათვის, რომ გავიგოთ როგორია რისკი.  ამის შემდეგ კი ჩატარდება იმ ადგილების დასუფთავება და სხვა ნაგავსაყრელზე გადატანა. ეს არის პროექტის ძირითადი მიზანი და შინაარსი, რომელიც  დასრულდება 2014 წელს. ცხრა რეგიონის მოვლის შემდეგ დაგეგმილი გვაქვს რეგიონალური შეხვედრა, სადაც განხილული იქნება თითოეული რეგიონიდან აღებული ანალიზის შედეგი და  იმ ადგილების დასუფთავება, რომლებიც მაღალი რისკის შემცველი იქნება. რათა დავიცვათ მოსახლეობა და დავასუფთაოთ ჩვენი ქვეყანა“. _ განაცხადა Bolnisi.ge -სთან საუბარში გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ნარჩენების მართვის ექსპერტმა ხათუნა ჩიკვილაძემ.

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ორქისთან“ ერთად „ეკოხედვა“ და „მწვანეები“ ახორციელებენ. პროექტის დამფინანსებელია შვედეთის განვითარების სააგენტო „სიდა“.


Share.

Leave A Reply