ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება

0

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩენები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
თვითმმართველობის არჩევნების 15 ივნისს გამართვის განკარგულებას პრეზიდენტი ხელს მას შემდეგ მოაწერს, რაც პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დაამტკიცებს.

„ 2014 წლის არჩევნები უნდა იყოს თვისობრივად უკეთესი და არა იმაზე ნაკლები, რაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო.”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და თვითმართველობის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“მივესალმები იმას, რომ პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი მიიღო, თუმცა იცით, რომ რეფორმა კოდექსის მიღებით მხოლოდ იწყება. 2014 წელს ჩვენ წინაშე დგას უმნიშველოვანესი ამოცანა, რომ არათუ ჩავატაროთ თვითმმართველობის არჩევნები, არამედ რეალურად ავამუშაოთ თვითმმართველობის სისტემა. მივესალმები იმას, რომ მერები და გამგებლები პირდაპირი წესით იქნებიან არჩეული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


Share.

Comments are closed.